ბატიკის მასტერკლასი ცივი ტექნიკით
100 30.00₾
- კატეგორია:ნართინის სახელოსნო
ნართინის სახელოსნოში გელით 2–3 საათიანი შემოქმედებითი მოგზაურობა, სადაც შესაძლებლობა გექნებათ თავად გახდეთ ხელოვნების პროცესის ნაწილი.
შექმნით საკუთარ ესკიზს და მას აბრეშუმის ნაზ ქსოვილზე გადაიტანთ, გაეცნობით ფერების დატანის ტექნიკას, აბრეშუმზე მუშაობის თავისებურებებსა და მრავალ საინტერესო დეტალს.
მასტერკლასის განმავლობაში არა მხოლოდ შემოქმედებითი პროცესით ისიამოვნებთ, არამედ ფინჯან არომატულ ყავასთან ერთად მოისმენთ საინტერესო ისტორიებს ქართული აბრეშუმის ტრადიციის შესახებ.
დღის ბოლოს კი თქვენივე ხელით მოხატული აბრეშუმის თავსაფარი ან დეკორატიული ნამუშევარი ლამაზ სამახსოვროდ დაგრჩებათ.